- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 114 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 43 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 12, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 4, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი იმერეთში, თითო-თითო კი – შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.