ჯოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე – ეს არის კატასტროფა და კოშმარი

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს „კატასტროფას და კოშმარს“ უწოდებს.

მისი თქმით, ევროკავშირის თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა, 106-მა პირმა, ავღანეთი უკვე დატოვა და მადრიდში ჩავიდა.

ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“, რომელიც ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებს, მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *