ჯანმომ “კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.

„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ფაზა დასრულდა, პანდემია არ დასრულებულა. ბოლოდროინდელი პიკები იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტო ამბობს, რომ ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება ვირუსისგან.

„ეს არ ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“ დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პანდემიით, სულ მცირე, შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *