- ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო “IDS ბორჯომი საქართველოში” შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.