- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩემი და პარტიის ურთიერთობის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, ეს მომენტი ძალიან მალე უნდა დადგეს… პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპისა და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.