ჩვენმა კორესპონდენტმა ირაკლი გვასალიამ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს, დილის 10 საათზე, ცეცხლის კერა, სოფელ ოირემეში გაჩნდა. იქიდან კი გადედო კახათს, ერგეტას და გადავიდა ანაკლიაში. დაიწვა კივის, მოცვის-3, მარწყვის, კომბოსტოს პლანტაციები, საძოვრები, თხილნარები. მისივე ცნობით, ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული ბოლომდე, რამდენიმე კერა კიდევ დარჩა. გთავაზობთ, ჩვენი კორესპონდენტის ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილებიდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს.
ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.