ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა ადგილობრივებს თხილნარები და ყანები გაუნადგურა.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული გალის სოფლებში.
ქართულმა სამაშველო ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობის მისაღებად.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა.