ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო

  • დღეს, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენას მოჰყვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *