- სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს.
უწყების ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს ყველა ის ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა მიენიჭა.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. სახლების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.