- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის პროფილის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ს.კ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 14 451 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14 451 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდა”-აღნიშნულია ინ ფორმაციაში.