- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 -დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.