„ქართული ოცნების“ შტაბში დაშავებულ “მთავარი არხის” ოპერატორს მრავლობითი დაზიანებები აქვს

  • ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, „ნიუ-ჰოსპიტალის“ კლინიკაში იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტისთვის ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა ეჭვი.

მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, პარტიაში აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *