- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი- ბარსელონას რეისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.