ფერმერებს მცენარეთა დაცვის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ფერმერებს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის პრინციპები გააცნეს. ხეხილოვანი კულტურების მავნებლებთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება ქართველ ფერმერებს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა გაუზიარა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, სახელმწიფო სხვდასხვა მავნებლების იდენტიფიცირებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მონიტორინგსა და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისაგან მიყენებული ზიანის შემცირებასა და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *