- საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფოს რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პაოლო იაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.