საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს

  • მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.

ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *