- საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 156 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 942 შემთხვევაა თბილისში, 368 აჭარაში, 316 იმერეთში,166 კახეთში, 108-108 შემთხვევა გამოვლინდა შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში 75, გურიაში 64, მცხეთა-მთიანეთში 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 18.