საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის ​2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3146 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 439 ტესტი.

სულ აცრილია – 641 242 ადამიანი, სრულად აცრილია  – 197 118.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 499, იმერეთი – 177, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 90, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *