- საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 446 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 351, პისიარტესტით – 13 095.
სულ აცრილია 353 835 პირი, დღიურად აცრილია – 8501.
კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 291 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 088 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 30, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.