- საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.
კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 705 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 924 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 164, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 56, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 115, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.