საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172.

სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 139 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 906 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა – 59, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 38, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *