საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 3931, „პისიარ“ ტესტით – 13 911.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 595 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 64, შიდა ქართლი – 26, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *