- საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.
ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.