- საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 205 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.
ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 490 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76. კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.