საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 877, „პისიარ“-ტესტით – 2 645.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,19%, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო შვიდი დღის – 13,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 634 686 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 584 440 გამოჯანმრთელდა, 16 530 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 832 291 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 503 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *