- საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 456 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.
კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 673 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა – 114, იმერეთი – 184, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 43, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.