- საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 828 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, „პისიარ“ ტესტით – 13 209.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 5,63%, ბოლო შვიდი დღის – 5,61%.
კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 150 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 633 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 469, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 100, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 241, კახეთი – 324, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.