- საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 25 624 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 740, „პისიარ“ ტესტით – 6 884.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო შვიდი დღის – 7,63%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 567 922 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 523 669 გამოჯანმრთელდა, 7 917 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია 24 262.
კარანტინის რეჟიმშია 97, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 152 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.