საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5587 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა – 223, იმერეთი – 336, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი – 225, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *