- საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა – 247, იმერეთი – 180, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 140, გურია – 72, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 171, კახეთი – 174, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.