საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს რკინიგზა 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *