- ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს. ამის შესახებ ვიდეოკადრებს ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინფორმაციისთვის: ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.