სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა

  • პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

“პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მომუშავე ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა და ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაზღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან ცენზურას, დევნას და ძალადობას.”-წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *