საგარეჯოში ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

  • საგარეჯოში, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებოდნენ, ხმაური იყო.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მედიასთან საუბარში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ თავდასხმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზირებულები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *