საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებსა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის ექვსი ადგილი. დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.

აღნიშნულ შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *