საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მეხანძრის პერსონალური გაფრთხილებისა და უსაფრთხოების სისტემა, გენერატორი, წყლის საქაჩი ტუმბო, მულაჟი, განათების სისტემა, ჰიდრავლიკური ხელსაწყო და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელი აღჭურვილობა გადაეცა.

სპეციალური საშუალებები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მათი გამოყენება მოხდება როგორც სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე, სასწავლო მიზნებითაც. აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *