- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. , გაცნობებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია – აღნიშნულია ინფორმაციაში.