- პირველ ივლისს პრინცესა დაიანა 60 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, მისი ხსნოვნის უკვდავსაყოფად კენსინგტონის სასახლეში ქანდაკება დაედგა.
ამ დღისთვის აშშ-დან სპეციალურად ჩამოვიდა 36 წლის პრინცი ჰარი, რომელმაც პრინც უილიამთან ერთად გახსნა ქანდაკება.
ქანდაკების ავტორი იან რენკ-ბროდლი გახდა, რომელმაც პრინცესა დაიანა მის ერთ-ერთ უსაყვარლეს სამოსში გამოსახა, რაც შეეხება გვერდით მდგარ ბავშვებს, ეს ფაქტი მისი პატარა ასაკის გულშემატკივრებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.