- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველ, 2 და 3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა პირველ, 2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზაში.
რაც შეეხება დამატებითი მატარებლის მოძრაობის განრიგს, მატარებელი თბილისიდან დილის 07:00 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 14:10 საათზე გამოვა.