პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

  • პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლის მქონე ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ. ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *