- საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, სხდომაზე “ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს.
პარლამენტში ამ დროისთვის „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს განიხილავენ, თუმცა უცნობია, დაპირისპირება კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიწყო. სავარაუდოდ, დაპირისპირება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხებოდა.