პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

  • პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კანონის პროექტით აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *