- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, დღეს სააკაშვილი საწოლიდან არ ამდგარა და ძლიერი სისუსტე აქვს.
“დასუსტებულია. მძიმე სისუსტეა. ტკივილები არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად, მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს, სულ გვერდზე ვიყავი, რაღაცებზე ვლაპარაკობთ. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პირველი დღეა, რაც არის ძალიან, ძალიან სუსტად. მე ვიყავი რამდენიმე საათი, ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი. ადრე თუ გვიან გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს. შიმშილობა გრძელდება, არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელიც არ ვიცი, ვინ არის. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და გადავწყვეტთ, რა და როგორ ვქნათ. მე დაწესებულების მარტო ერთი ფლიგელი ვნახე. მთავარი ექიმი უწევს კონსულტაცია. ჩვენ დრო არ გვაქვს, კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღეს უნდა გავაკეთოთ. ხვალ უნდა შეხვდეს კონსილიუმი დილას, 09:00 საათზე ერთმანეთს. არ შეიძლება ასე გადადება ყველაფრის, სულ მაგას ვლაპარაკობ. არ გვაქვს ეს დრო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც სასწრაფოდ. სასწაული არ ხდება. ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად არის”-განაცხადა ყიფშიძემ.