ნიკა მელია – ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი 

  • ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ომია, სამწუხაროდ, ომია და ეს ომი საქართველოსთვის სადღაც კი არ არის, რომელზეც გულგრილად შეიძლება თქვა, რომ სადღაც არის ეს ომი და მე ჩემი სხვა საქმე მაქვსო. ეს არის ყველაზე უღირსი პოზიცია, რომელიც ქართველმა ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს. როგორ შეიძლება ეს თქვას უკრაინელი, გმირი ხალხის მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა?! მრცხვენია ამის და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს! ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან! ბოდიში იმ ქართველი ოჯახის წევრებს, რომელთა სახელი და გვარიც გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული. დიდი ბოდიში იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველზე ძვირფასი – სიცოცხლე დათმეს სოხუმისა და გაგრის მისადგომებთან! დიდი ბოდიში ყველა იმ ქართველ ვაჟკაცს, როლებიც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად. ბოდიში იმ უკრაინელ გმირ პილოტებს, რომლებმაც თავიანთი ვაჟკაცობით 1993 წელს საქართველოს ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს როდესაც მათ მოახდინეს ჩვენი თანამოქალაქეების ევაკუირება მოახდინეს იქიდან, საიდანაც ვერავინ ბედავდა.

დიდი ბოდიში უკრაინის პრეზიდენტს და ექსპრეზიდენტს, ჩვენ გვახსოვს თქვენი გადამწყვეტი ფიზიკური თანადგომა საქართველოს მთავარ გამზირზე. ძვირფასო უკრაინელებო, პუტინმა თქვენგან და ჩვენგან მოითხოვა უარი გვეთქვა ჩვენს ნათელ და დაცულ მომავალზე. თქვენი პასუხი ნათელი და მკაფიოა, თქვენი პასუხია ის გოგო-ბიჭები, რომლებიც 1 სანტიმეტრი უკრაინული მიწისთვისაც კი იბრძვიან. ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს! საქართველო არ არის ლაჩარი! საქართველოს შვილები არ ვართ ლაჩრები და ვიცით როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ჩვენს მეგობრებს“, – განაცხადა მელიამ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *