ნიკა გვარამია- ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთებით, უნდა აღვნიშნო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთან შესახვედრად რომ შემოვიდა, მივხვდით რომ არ იყო კარგად და წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე. დღეს ცუდად იყო დილიდანაც და ამდენი ჩასვლა -ამოსვლა, ლაპარაკი… რამდენიმეჯერ თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ, მაგრამ მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი ჰქონდა. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურიცაა. რომ წაიქცა კონტაქტური არ იყო. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ამ ექიმების ბედიც რატომ ჩააგდეს ამ დღეში აღარ მესმის. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს. ადამიანურადაც აუტანელია ამის ყურება. ან თავი დაერტყა დავარდნისას მძიმედ ან ინსულტი დამართვნოდა რას იზამდით? გამოსავალი არის ერთადერთი რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ შეწყვიტოს შიმშილობა. მოგონილი აბსურდული, რომ ვიღაც მოიტაცებს და ა.შ. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა“,- განაცხადა გვარამიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *