“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს აფართოვებს

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მივმართავ, – ამის შესახებ “ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც შეუერთდა უამრავი ადამიანი. 2023 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტი სააკაშვილი გამარჯვების კოალიციის მთავარ ლიდერად. შესაბამისად, მას ჰქონდა ინიციატივა პოლიტიკური საბჭოს, ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, გაფართოების შესახებ. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოებაზე და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, გამარჯვების პლატფორმის ლიდერის, ინიციატივის მიხედვით. მეტიც, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს – ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გააფართოოს. რაც შეეხება 16:00 საათზე, პოლიტიკურ საბჭოს მივმართავ ინიციატივით და შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს. მე მაქვს იმედი პოლიტიკური საბჭოს მხარდაჭერის. დღეს, დღის განმავლობაში საზოგადოებას ეს ინფორმაცია იქნება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *