- ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას – ჯერ ბჭობენ,- ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას. ჯერ ბჭობენ. მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს. რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.