- ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“, – როგორც სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ “კოვაქს” პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს ვაქცინაციის მკაფიო გეგმა.
საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი – 4 მილიონი აშშ დოლარი.