- უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის – ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს. ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.