მიხეილ სააკაშვილი-სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ, არ გა­მიც­რუა იმე­დე­ბი და ჩემი სარ­ჩე­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად და­უშ­ვა

  • მინ­და ვუ­თხრა პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას – შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს, ჩა­მო­ვარ­თვათ ერ­თმა­ნეთს ხელი, სჯობს, თქვენ თვი­თონ გა­მი­ღოთ ცი­ხის კა­რე­ბი, სა­ნამ ამას მსოფ­ლიო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო ფო­რუ­მე­ბი გა­ი­ძუ­ლე­ბენ”, – ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მის “ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ, არ გა­მიც­რუა იმე­დე­ბი და ჩემი სარ­ჩე­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად და­უშ­ვა. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ნამ­დვი­ლად კარ­გად მეს­მის მისი ფასი, რო­გორც სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის 1993 წლის კურსდამ­თავ­რე­ბულს.

დღეს გა­და­იდ­გა უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯი სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად “ოც­ნე­ბის” მიერ შე­თი­თხნილ საქ­მე­ებ­ზე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად. მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ მე მო­ვუ­გე ჰო­ლან­დი­ის ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს, რუ­ხა­ძეს 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მო­ვი­გეთ სტრას­ბურ­გი და 2022 წელს ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, სა­დაც მე და სამ­ხედ­რო­ებს წი­ნას­წა­რი წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე გვი­ცავ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ იუ­რის­ტთა ჯგუ­ფი და სა­დაც წუ­ლუ­კი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მე და ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

ერთი სი­ტყვით, აქამ­დე, გავ­მარ­თლდი ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში და რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის ვა­გებ მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლოს. მი­ზე­ზი, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია – ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გარ­და. თუმ­ცა, ჭეშ­მა­რი­ტად, სა­მარ­თა­ლი ურ­მით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად მო­დის.

მინ­და ვუ­თხრა ახლა პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას – შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს. ჩა­მო­ვარ­თვათ ერ­თმა­ნეთს ხელი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს, რო­მე­ლიც ახლა უმ­ძი­მეს გა­სა­ჭირ­შია. სჯობს, თქვენ თვი­თონ გა­მი­ღოთ ცი­ხის კა­რე­ბი, სა­ნამ ამას მსოფ­ლიო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო ფო­რუ­მე­ბი გა­ი­ძუ­ლე­ბენ. ნუ შე­ვარ­ცხვენთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. მე, პი­რა­დად, სი­ტყვას გაძ­ლევთ, რომ არა­ნა­ი­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი კი არა, არა­მედ წყე­ნაც კი არ დამ­რჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმ ჯო­ჯო­ხე­თი­სა, რო­მელ­შიც გა­მა­ტა­რეთ”, – აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *